საქონელი ამჯერად გაჩეჩილაძეების ოჯახს მოპარეს.
ზაირა გაჩეჩილაძემ პირუტყვის დაკარგვის ამბავი სამართალდამცველებს 21 მარტს შეატყობინა.
,,20 მარტს მინდორში საქონელი გავუშვი, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა. კვალიც არსად არის, ალბათ მოიპარეს“ - ამბობს დაზარალებული.
მოსახლეობა ამბობს, რომ საქონლის საძოვარზე გაშვების ეშინიათ, რადგან საღამოს პირუტყვის ნაწილი უკან აღარ ბრუნდება.
მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ფაქტი სამართალდამცველებს
პირველად რვა მარტს რობერტ გაჩეჩილაძის ოჯახმა შეატყობინა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.