სამართალი
წელიწადნახევარში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ბოლო ერთ წელსა და 6 თვეში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციით, 2019 წლის ექვს თვეში, საქართველოში, 10-მა არასრულწლოვანმა მოიკლა თავი. მონაცემები "ამერიკის ხმამ" დაითვალა.
ასაკი, სქესი, რეგიონი:
18 წლის, მამრობითი, თბილისი.
15 წლის, მდედრობითი, თბილისი.
14 წლის, მდედრობითი, თბილისი.
17 წლის, მდედრობითი, შიდა ქართლი.
18 წლის, მამრობითი, ქვემო ქართლი.
16 წლის, მდედრობითი, ქვემო ქართლი.
16 წლის, მდედრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
15 წლის, მამრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
18 წლის, მდედრობითი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
17 წლის, მამრობითი, კახეთი.
2019 წლის ექვს თვეში, თავი მოიკლა ან თვითმკვლელობა სცადა საქართველოს 425-მა მოქალაქემ, მათგან 197 დაიღუპა.
გასულ 2018 წელს კი, საქართველოს 399-მა მოქალაქემ მოიკლა თავი. თვითმკვლელობა კი 466-მა მოქალაქემ სცადა. ჯამში, წელიწადნახევარში სუიციდის და სუიციდის მცდელობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა.
გააზიარეთ :