სპორტი
ახალციხის მძლეოსანთა გუნდი პირველ ადგილზე გავიდა
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის შეჯიბრი ჩატარდა მძლეოსნობაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალციხის, ბორჯომის, ქუთაისის, აბაშის, ხობის, ფოთის, ჩხოროწყუსა და თბილისის მძლეოსანთა გუნდები.
ახალციხელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 23 მედალი, აქედან 10 ოქროსი. ასევე, ახალციხის მძლეოსანთა გუნდმა I ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
,,ღონისძიებას ორგანიზება ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტულმა გაერთიანებამ გაუწია" - წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
გააზიარეთ :