სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა პოზიციები გაცვალეს.
გურამ ზესაშვილმა, რომელიც აქამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ჩაიბარა. ეს პოსტი მანამდე პოლკოვნიკ ნიკოლოზ დიასამიძეს ეკავა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გადმოვიდა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა - ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს.