სამართალი
ლიკანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ იყო გადაყვანილი, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. ის, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შემდეგ, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
| Print |