სამართალი
ბორჯომში აფეთქებულ კორპუსს სამხარაულის ექსპერტები შეისწავლიან
ბორჯომში აფეთქებულ კორპუსს სამხარაულის ექსპერტები შეისწავლიან. ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის თქმით, საცხოვრებელი კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა 75 ბინიანია,თუმცა ამ დროისთვის აქ 45 ოჯახი ცხოვრობს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა პირველი და მეორე სართულის ორი საცხოვრებელი სახლი. დაშავებული ქალბატონი სწორედ მეორე სართულზე ცხოვრობდა. ამ ეტაპზე ევაკუირებულია 45- ვე ოჯახი.
ბორჯომის მერის ინფორმაციითვე სავარაუდოდ ხვალიდან ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს, იმისთვის შეამოწმონ ვარგისია თუ არა ეს კორპუსი საცხოვრებლად.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რა ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს, დაახლოებით 17:00 სთ-თვის სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.
გააზიარეთ :