თბილისიდან მყვინთავთა ჯგუფი ნიჯგორისკენ გამოემგზავრა
სოფელ ნიჯგორში, მდინარე მტკვრიდან, მოზარდის გამოსაყვანად საძიებო სამუშაოები გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ,,მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ თბილისიდან მყვინთავთა ჯგუფი წამოსულია.
,,ამ წუთებშიც კი ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები, მათ ერთი წუთითაც კი არ მიუტოვებიათ ტერიტორია. მანდ არის ტრაქტორის მიერ ამოღებული ღრმულები, დაახლოებით ხუთმეტრიანი, რომელსაც ჭირდება მყვინთავი–მაშველი. მყვინთავი–მაშველები სამწუხაროდ, ახალციხეში, არ მუშაობენ. როგორც კი შემოვიდა შეტყობინება, თბილისიდან დაუყოვნებლივ გამოემართა მყვინთავთა ჯგუფი, რომელიც მალე იქნება ადგილზე. რადგან ეს არ არის გამდინარე წყალი და იგი უსაფრთხოა ნაშველებისთვის, თუ საჭირო იქნება, მყვინთავები მთელი ღამე აწარმოებენ საძიებო სამუშაოებს" – აცხადებს სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ოქროპირიძე.