სოფელ ჭაჭარაქთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი, თეთრი ავტომანქანა ,,გოლფ 4"–ის მძღოლი, პროზექტურაში გადაასვენეს.
გარდაცვლილი მ.ნ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამიდან არის.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს შემთხვევის ადგილიდან: