ნინოწმინდაში მოქალაქეს თივა დაეწვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში, მნაცაკან ანანიკიანს 15 ტონა თივა დაეწვა.
ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი 8 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა.
ცეცხლი თავდაპირველად მეზობლებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დარეკეს.
სახანძრო ბრიგადასთან ერთად, ხანძარს საკუთარი ძალებით ადგილობრივი მოსახლეობაც აქრობდა.