ადიგენში ქარმა 14 შენობის სახურავი დააზიანა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებმა, ქარისგან მიყენებული ზარალი აღწერეს.
მათი ინფორმაციით, 14 შენობის სახაურავი მცირედით დაზიანდა. მერიაში ამბობენ, რომ მათ გადახურვას მეპატრონეები თავად მოახერხებენ.
ქარმა დაბაში საცხოვრებელ კორპუსს 25 კვ.მ. სახურავი გადახადა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების შეძენაზე ტენდერი გამოცხადებულია და საცხოვრებელ სახლს გადახურავენ.
„ზანავის სკოლას 20 კვ.მ. ფართობზე გადახადა, თუნუქის ფურცელი ზედ არის და დასამაგრებელია. თუ თავად ვერ მოახერხებენ ჩვენ დავეხმარებით. ბოლაჯურის კლუბზეა რვა კვადრატი გადახდილი, სერიოზული არაფერია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ.