ბორჯომში 14 წლის გოგოები გაუჩინარდნენ
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან დილით გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან. მეგობრებმა ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-გან პასუხს ველოდებით.