საზოგადოება
ნუ გაცვლი მესხურ ლოკოკინას რუსულ შუბაზე - ბანერები მესხების მარშიდან
თბილისში პროტესტის 24-ე დღე მიმდინარეობს - სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
ოცნების ანტიევროპულ და არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებს რუსთაველის გამზირზე მარშით მისული მესხები, მეგრელები, რაჭველები, მთიულები, სვანები და სხვა კუთხის წარმომადგენლები აპროტესტებენ.
„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.
მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია.
აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლიოს, თუ ვინ არიან და რისთვის იბრძვიან.
მოცეკვავეები უერთდებიან მოთხოვნას რომელიც გულისხმობს უსაფუძვლოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
გააზიარეთ :