როგორ გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა - შეხვედრა ახალციხეში
15:00 / 27.06.2019
27 ივნისს, დღეს, შეხვედრა გაიმართა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც განიხილეს ახალციხის მერიის 2019-2022 წლების „კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის“ გეგმა.
შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალციხის მერიის მიზნები და ამოცანები გააცნეს. მესამე სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ერთობლივ დოკუმენტში პრიორიტეტები 6 საკითხად გადანაწილდა:
1. ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაუმჯობესება 2. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება 3. გამჭვირვალობის სტანდარტების დახვეწა ახალციხის მერიაში 4. საზოგადოებრივი ჩართულობის და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება 5. ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესება 6. კონკურენციიას გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში.
პროექტის მიხედვით ექვსივე ამოცანის შესრულება უნდა მოხდეს ორწლიან ვადაში. პროექტში სამი მუნიციპალიტეტია ჩართული - ახალციხე, ქუთაისი და ბათუმი, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ.
ღონისძიება ტარდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.