2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა
2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ფაქტების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. 2019 წელს კი 18 წლამდე პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება.