ვინ გახდა ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები ამერიკელი ჯონ გუდინაფი, ინგლისელი სტენლი ვიტინგჰემი და იაპონელი აკირა იოშინო გახდნენ.
მეცნიერებმა პრემია ლითიუმ-იონური ბატარეების განვითარებისათვის მიიღეს. ეს ის ბატარეებია, რომლებიც ახლა ყველგან გამოიყენება მობილური ტელეფონიდან დაწყებული ელექტრო ავტომობილებით დამთავრებული.
დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემებრს სტოკჰოლმში გაიმართება.