საახალწლოდ მოქალაქეთა ინტოქსიკაციის რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა
31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის გამო, საქართველოში, სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 387-კვებითი, 844-ალკოჰოლური, ხოლო 23 ერთდროულად კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოვლინება დაფიქსირდა.