საზოგადოება
რა შემთხვევაში დაჯარიმდება შესაფუთი თამბაქოს მიმწოდებელი?
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შესაფუთში იქნება შესაძლებელი.
კანონის ინიციატორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიან შესაფუთში მიწოდება/გაყიდვა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც 50 და 100-გრამიან შესაფუთებში.
ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც: 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად შესაფუთებში დაფასოებული თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
გააზიარეთ :