ბაღდათში ხანძარს ხუთი პირი ემსხვერპლა, მათგან ოთხი მცირეწლოვანია
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გარდაცვლილია ოთხი ბავშვი და ერთი ქალი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
დამატება: მოგვიანებით, როცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და შენობაში შევიდნენ, მეექვსე გარდაცვლილიც იპოვეს. როგორც გაირკვა ქალი ოჯახის ახლობელი იყო.