ნინოწმინდაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
დღეს, 28 იანვარს დაბა ნინოწმინდაში, 40 წლის მაკაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი საკუთარ სახლში შვილმა იპოვა. ინფორმაციას რადიო „Nor” ავცელებს.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.