არტურ დავლაშერიძე გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი არტურ დავლაშერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს. იგი უმაღლეს სასწავლებელში გახსნის დღიდან მუშაობდა.
არტურ დავლაშერიძე წლების წინ აქტიურად თანამშრომლობდა ტელეკომპანია "მეცხრე არხთან". სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდა ეთერში საბავშვო-მუსიკალური პროექტის "მხიარული ნოტები"-ის ორი სეზონი.
ტელეკომპაბია "მეცხრე არხი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.