ორი კვირაა, ცენტრალური პარკის ნაწილი ჩაბნელებულია
ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ახალციხის ცენტრალური პარკის ერთ მხარეს, არც ერთი ლამპიონი აღარ ანათებს. ახალციხის მერს მიზეზი ჯერ კიდევ იანვარში ვკითხეთ, ზაზა მელიქიძემ გვითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მაშინ ივარაუდა, რომ მიზეზი შესაძლოა, საახალწლო დეკორაციის დემონტაჟის სამუშაოები იყო.
„საახალწლო განათებებს ხსნიდნენ და შეიძლება მაგ დროს დაზიანდა რამე, გავარკვევ“.
პარკის ჩაბნელების მიზეზი კიდევ ერთხელ დღეს, ექვს თებერვალს მოვიკითხეთ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ლამპიონების გათიშვის მიზეზი ტექნიკური პრობლემაა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში მოგვარდება პრობლემა“, - გვითხრეს მერიაში, თუმცა რას გულისხმობენ „უახოეს მომავალში“, არ დააკონკრეტეს.
გარე განათების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფს“ ეკისრება. მანამდე კი შპს „კეთილმოწყობის“ მოვალეობაში შედიოდა.