ახალციხის საკრებულომ გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის განთავსების ადგილი განსაზღვრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს ის ადგილები, სადაც მეფე გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალი განთავდება.
საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ გიორგი ბრწყინვალეს ქანდაკება თამარაშვილის ქუჩაზე, წრიულთან უნდა განთავსდეს, გმირთა მემორიალი კი ახალციხის ცენტრალურ პარკში.