მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის წინ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცემას და გარდაცვალებას აპროტესტებენ.
მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.