SSSS
საზოგადოება
100 000 ლარი პანდემიით დაზარალებულებისთვის - ვის როგორ დაეხმარა ახალციხის მერია
სახლში ორსული ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა სარჩენი, როცა იზოლირებულ ქალაქში სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილმა ახალგაზრდამ დახმარება საჯაროდ, „ფეისბუკში“ ითხოვა. ამის შემდეგ ივანე ჭაღიაშვილს მერიიდან სასურსათო პაკეტი მიუტანეს, რომლის შიგთავსმაც მოქალაქეების პროტესტი გამოწვია. არადა, ახალციხის მერიამ კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარებაზე 100 000 ლარამდე დახარჯა.

ორი კილოგრამი ვაშლი, ერთი შეკვრა ასანთი, ნახევარი კილო ორცხობილა, რვა ცალი ვაფლი, ნახევარი კგ. შაქარი, ერთი თავი კომბოსტო და კილოგრამი მაკარონი - ასე გამოიყურებოდა სასურსათო პაკეტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან უსამსახუროდ დარჩენილი ივანე ჭაღიაშვილის ოჯახმა მიიღო.

„მაგის მიტანას, სულ არ მიუტანო ის ჯობია“, - ამბობს 27 წლის მამაკაცი.

უსამსახუროდ დარჩენილი ახალგაზრდა მშობლების შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალური ქსელიდან შეიტყო. სამსულიანი ოჯახი ერთადერთი შემოსავლის გარეშე კორონავირუსის პანდემიამ და ქვეყანაში ამოქმედებულმა შეზღუდვებმა დატოვა.

„ვმუშაობდი ჩემთვის, ხელობებზე ან ბაზარში ვეხმარებოდი დატვირთვა-დაცლაში. პანდემიამ შემოგვიტია და დავრჩით ასე, უმუშევრები. მთავრობისგან რა დახმარებაც იყო, არც ერთი ამიღია. საბუთი ვერ წარვადგინე. რაღაცა მომიტანეო, მითხრეს. ხელობაზე რომ მუშაობ, რა საბუთი უნდა წარადგინო? ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ამან გამოიწვია კრიზისი, არანაირი სამუშაო. ძალიან რთულად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათხოვრობა დამეწყო სოციალურ სივრცეში. ხალხის იმედად დარჩენა დამჭირდა. პიკზე ვიყავი, ხან ძმაკაცს ვეუბნებოდი, ხან ნათესავს, როდემდე უნდა მარჩინონ იმათმაც?“

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ვანომ მუშაობა საშაურმეში, კურიერად დაიწყო. გამომუშავებული თანხა, ახლა უკვე ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთ მარჩენალს, აუცილებელი ხარჯების დასაფარადაც არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ დაიწყო ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი.

„თითქმის ყოველ დღე ეგ ფიქრები მაქვს, რომ წავიდე. ხელოვნურ კვებაზე მყავს ბავშვი, ხან რა სჭირდება, ხან რა. ყველაფერი გაძვირებულია, ბავშვის საჭმელში რომ 18 ლარს ვაძლევდი, ახლა 32 ლარი ღირს. ჩემი შემოსავალი საკმარისი არ არის, მაგრამ სახლში არავინ მოგიტანს. ვცდილობ რამე გავაკეთო და ვიღაცის იმედად არ ვიყო ჩამოკიდებული. ხალხს შეუწყონ ხელი, პანდემია სულ იქნება და ყველაფერს ხომ არ გავაჩერებთ? დახარჯული აქვს, ხომ, სახელმწიფოს რაღაც ფული. შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, შეეწყოთ ხელი, რომ ოჯახიდან ერთ კაცს მაინც გვემუშავა. შექმნილიყო რამე, რომ გვეარსება და არა ასე, მათხოვრობაში გადაზრდილიყო“.

მერია ჭაღიაშვილებს და კიდევ 150-მდე ოჯახს ადგილობრივი მეწარმეებისა და სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით დაეხმარა. ეს პირველი ეტაპი იყო. მოგვიანებით, როცა ბიუჯეტში თანხის მობილიზება მოხერხდა, სასურსათო პაკეტი ჯამში 4 000-მდე ოჯახმა მიიღო და კალათის შემადგენლობაც გამრავალფეროვნდა.

„შვრიის ფანტელი, ზეთი, ბურღულეული - წიწიბურა, მაკარონი; მარილი, კანფეტი, ორცხობილა, ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი, თხევადი და მყარი საპონი, სარეცხის ფხვნილი“,
- მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვა იმ პროდუქტს და ჰიგიენურ საშუალებებს გვითვლის, რაც სასურსათო პაკეტს დაემატა.
მერიის თანამშრომლები სურსათის დასარიგებლად ემზადებიან

ეს იყო 2020 წლის აპრილში, სანამ მერია კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის მობილიზებას დაიწყებდა. შემდეგ ბიუჯეტის ხარჯებს გადახედეს, გაუქმებული ღონისძიებებიდან თანხა საგანგებო მუხლში გადაიტანეს და ასე შეგროვდა 100 000 ლარამდე. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პანდემიის დროს, სოციალური დახმარებების გაცემისას უპირატესობა მრავალშვილიან, შეჭირვებულ ოჯახებს მიანიჭეს.

„მხოლოდ სოციალურად დაუცველებს არ ვეხმარებოდით, დავეხმარეთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ პერიოდში შეუწყდა შემოსავალი და დარჩნენ პროდუქტების გარეშე. მონაცემები სოციალური მომსახურების ბაზებიდან ავიღეთ, მერის წარმომადგენლებმა იმუშავეს ადგილებზე, მათ მიერ მოწოდებული სიები, ცხელი ხაზიდან შემოსული შეტყობინებები, პირადად შემოსული განცხადებები - ამის საფუძველზე მოხდა განაწილება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბავშვებს ეტაპობრივად, საკვებ პროდუქტებს ვურიგებდით. მიმაჩნია, რომ ძირითად ნაწილს, რომელსაც უჭირდა, დავეხმარეთ“, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა. გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ თვითმმართველობის დახმარება მიიღო თითქმის ყველამ, ვისაც პანდემია შეეხო.

თუმცა საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანი მას ამაში არ ეთანხმება. ის ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს, 2020 წლის მაისში ამბობდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს სჭირდებოდათ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. დეპუტატის არგუმენტი ის იყო, რომ სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს მინიმალური, ყოველთვიური შემოსავალი პანდემიის დროსაც ისეთივე ჰქონდათ, როგორც მანამდე. დასაქმებულებს კი იძულებით, სახლში დარჩენა მოუწიათ.

„ქალაქში ხალხის ნაწილს, რომელთა სამსახურიც შეჩერდა, უჭირს პროდუქტი. ძალიან ბევრი მოქალაქე მოდის დახმარებისთვის. ქალაქი პატარაა და ყველამ ვიცით, ვინ მუშაობდა და ვინ არა. ისეთი კატეგორიის ხალხი მოდის, საერთოდ რომ არ მუშაობდა და დახმარებას ითხოვს, ყველას ვეხმარებით. პენსიონერები ისედაც იღებენ პენსიას, სოციალურად დაუცველები - დახმარებას. დაზარალდა ის ფენა, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა“.

ამ საკითხს ამბარცუმ ბაბოიანი 2021 წელსაც დაუბრუნდა. დეპუტატმა ახალციხის მერია შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაცემისას მიკერძოებაში დაადანაშაულა.

„გაჭირვებული ქალბატონი იყო, პირადობა, მისამართი და ყველა შესაბამისი საბუთი ჰქონდა და შეეძლო დახმარება მიეღო. ჩემი არც ნათესავი იყო და არც არაფერი. მივედი მერიაში, ვთხოვე, რომ დახმარება გაეწიათ, თუმცა კომპეტენტურმა ორგანომ უარით გამისტუმრა“, - ასე მიმართა ამბარცუმ ბაბოიანმა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მერს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

„ბატონო ზაზა, იქნებ თქვენი სამსახურები გააფრთხილოთ, რომ როცა დეპუტატი მიდის და დახმარებას სთხოვს, უარი არ უთხრან. მე რომ მივდივარ, ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ მივდივარ. ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ, არ მოსწონთ და სულ კამათი გვაქვს. ხომ იცით, რომ ჩემი ენა არ ჩერდება, მე სიმართლეს ვლაპარაკობ. მე რომ მივდივარ უარს მეუბნებიან, ჩემ კოლეგას არა. ესე იგი, ეს უფრო პირადულია, ვიდრე სამსახურებრივი“.

ამბარცუმ ბაბოიანის მსგავსად, სოციალური პროექტების მიმართ შენიშვნები აქვთ ექსპერტებს თვითმმართველობის საკითხებში. კოტე კანდელაკი ამბობს, რომ მერიის მიერ გამოყოფილი თანხა არა პრობლემის აღმოსაფხვრელად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად არის გათვალისწინებული.

„რაც შეიძლება მეტი ეკონომია უნდა იყოს სხვა მუხლებში, როცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა. შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პროექტები შემცირდეს და ეს თანხა გადატანილი იყოს ჯანდაცვის და სოციალურ ნაწილში. განსაკუთრებით, ასეთ დროს უფრო აქტიურად უნდა ჩართონ მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ადგილობრივები არც ერთი ინიციატივის განხილვაში ჩართულან. 2021 წლის ახალციხის ბიუჯეტიც ისე დამტკიცდა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი პირველად არ განხილულა საჯაროდ. თვითმმართველობამ ისე მიიღო დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომ არც ერთი მოქალაქისთვის უკითხავს, იყო თუ არა ეს პანდემიით დაზარალებული პირების ეფექტიანი მხარდაჭერა.

ადგილობრივებს, 2020 წელს, მარტის, აპრილისა და მაისის მოსაკრებელი ჩამოეწერათ. ასეთი 11 522 ფიზიკური და 454 იურიდიული პირია. ფიზიკურ პირებს თვეში 7 500 ლარი, იურიდიულ პირებს კი 7 000 ლარი ეპატიათ, რაც ჯამში, დაახლოებით 44 000 ლარია.

ამის შემდეგ, დასუფთავების გადასახადზე შეღავათი ახალციხელებს კიდევ ერთხელ მისცეს, - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში. სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითმმართველობის ინიციატივა ეფექტიანი ვერ იქნებოდა, რადგან დასუფთავების გადასახადს მოქალაქეების დიდი ნაწილი ისედაც არ იხდის. ფიზიკური პირებისგან მოსაკრებლის ამოღება რომ უჭირთ, ამაზე წარმომადგენლობით ორგანოშიც არაერთხელ იმსჯელეს.

საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეს თვეში 50 თეთრის გადახდა უწევს. თუ ოჯახში ოთხ წევრზე მეტია, ისინი მაქსიმუმ, 2 ლარს იხდიან.

ადგილობრივების დახმარებაში დახარჯული 100 000 ლარი და პროდუქტის ერთი პაკეტი მოქალაქეებისთვის, ასევე, 2 ლარიანი შეღავათი ჯამში შვიდ თვეზე, - ასე გაისარჯა ადგილობრივი ხელისუფლება პანდემიის პერიოდში. რამდენად ეფექტიანი იყო ახალციხის მერიის დახმარების პროგრამა კორონავირუსით დაზარალებულთათვის? თვითმმართველობისა და სოციალური საკითხების ექსპერტები ამბობენ, პანდემიის გამო მიღებული ზარალი გაცილებით დიდია და მას მხოლოდ თვითმმართველობა ვერ აანაზღაურებს. იზოლაციის დროს ჩამორიგებული შვრიის ფანტელი და წიწიბურა კი ზოგიერთი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახისთვის რამდენიმე დღის სამყოფი სადილია.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 3 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 5 °C
img
ადიგენი 11 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 10 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი -3 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1454
EUR
EUR
1
2.9090
RUB
RUB
100
2.8368
TRY
TRY
1
0.0789
USD
USD
1
2.8403
კალენდარი
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom girişbetbababetbabacasibom girişmarsbahisayvalık zeytinyağıpijama takımıpijamaikimisli giriş30 tl bonus veren sitelerlink vao w88 moi nhatdeneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonodeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twittersekabet girişToy Poodleistanbul escorttipobet girişselçuksportsbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノbelugabahis girişrulet sitelericasinolevantcasinolevanthttps://x.com/vozolbypuffnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonuscasinolevantlk21bankobetRdr2 Cheatsxeno executoracehgroundSnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom 784 com trcasibom 784 com trcasibom 784 com trcasibom 784 com trcasibom 784 com trcasibom 719jojobetcasinolevantfixbettümbetcasinomegasultanbetbetivo girişcasibom girişmarsbahis girişbetlike girişcasibom girişgrandpashabetporn izle doedadizipalxslotelitbahisikimisliHiltonbet Giriş betgarantiGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvFethiye escortSamsun escortEskişehir escortvayloetorobetotobetbetebet1xbetotobetbetebet1xbetgrandbettingotobetdumanbettarafbetsekabetfilm seyretcasibompinco girişAltın Fiyatları Forexsekabetantep escortcasibomcasinoplusdeneme bonusu veren sitelerbetturkeyxslotzbahisonwinonwinonwinonwinzbahissekabetsahabetcasibom twitterzbahiscasinomaxietorobetmarsbahismadridbetsekabetvaycasinoultrabetmavibet1winultrabetbetciobetcioonwinmatbettrendbetholiganbet girişkingroyalimajbetbets10betebettempobetbetgitblox fruits scriptmaltcasinocasinomaxigrandpashabetsüperbahisbetkanyoncasibomdinamobetfavorisenonwinkralbetholiganbetbetebetcasibom 719 com girisbetkombetkom girişbetkom güncel girişjojobetTanıtım Yazısısekabetonwinimajbet güncelcasino sitelerisnaptwittercasibom girişjojobetcoinbarbetsatbetboobetcupvbetbahigoelexbetngsbahiskalebetodeonbettempobetmeritbetcasibomsafirbethiltonbetbetmoonvaycasinobahigojojobetmarsbahismavibetholiganbetjojobetbetebetextrabet girişasyabahisjojobetkingroyalpusulabetsahabettempobettempobetfixbetbets10deneme bonusu veren siteler forumcasibombeste casino på nettSweet Bonanza Slot Demosekabetelitbahistaraftarium24justin tvselçuksportsbetbigobettilt girişbettiltbettiltmobilbahisdumanbetwbahisbetebet girişcasibom pornomavibet girişmavibet girişbetmatikrestbetslotbar1xbetbetciobetturkeylivebahisstories anonimomatadorbet749 comgrandpashabet2220 com454marsbahis comelizabet girişmeritking girişbetparkcasibom 719fixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahisvbetcasibom girişultrabet girişultrabet güncel girişdeneme bonusu veren canlı bahis siteleriultrabetmarsbahis454 marsbahis comcasibom 784matbet823 comgrandpashabet 2220casibom 719bettiltNakitbahissu kacagi tespitiBetboo Girişpaslanmaz çelikcasibomcasibomsetrabetTarafbet Girişhttps://theboute.com/bahis sitelerifacebook downloaderaresbettoy poodlejojobetbetturkeycasibombethand girişhdfilmcehennemiextrabetKavbet girişSekabet girişbetpark girişbetparkdumanbet girişbetsatkolaybetdumanbet girişpornoBettiltmarsbahis girişgate of olympus oynaBettilt GirişBettiltfree instagram followersinstagram takipçi hilesiinstagram takipçi hilesiBetturkeydeneme bonusu, bedava deneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerbetpark girişasyabahis güncel girişasyabahisasyabahis girişEsenyurt EscortotobetpinupEXTRABETSakarya escortSakarya escortpadişahbetprimebahisBetkanyonbettiltprimebahismavibetmavibetbetbigo girişcasibom güncel girişkumar siteleriaydın eskortaydın escortaydin escortmanisa escortmanisa escortvaycasinobetebetdeneme bonusuradissonbetatlasbetcasibombahiscasino girişbetkomboş sayfaBetvolecanlı maç izleprime bahisradissonbetcasibomkaçak maç izleen guvenilir casino sitelericanlı maç izlebasaribet casinoizmir escortkıbrıs night club katalog fiyatlarıprimebahiscasibompin upterea sigaraelektronik sigaragoldenbahisbettilt girişcasibomcasibomcasibom girişcasibomcasibom girişcasibomcasibom girişcasibomtrendbetVdcasinogüvenilir casino siteleriaresbetparibahis girişcasibomprimebahisbetsat girişaresbetdoedasoundcloud mp3как отыграть бонус в казино вавадаjojobetbets10bets10 girişSekabet giriştaraftarium24jojobetcasibom giriştrfgtrgrcasibom girişExtrabetBetgarantideneme bonusu veren sitelercasibomaresbetcasibomDeneme Bonusu 2025casino sitelericasibombahis sitelerimarsbahisbetgarantibetturkeyholiganbetbetpark girişdumanbet girişmavibetdumanbet girişcasibomAtlasbet girişfixbet girişganobetjojobetcasibomextrabet978 comcratosroyalbet771 comfixbetgrandpashabetcasibommatbetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetsekabetmeritbetbets10 girişkingroyalholiganbetvaycasinorestbetyouwintrbettlcasinotempobetjojobetzbahiszbahis girişzbahis güncel girişjojobetcasibom girişcasibom girişcasibomcasibom güncel girişsu kacagi tespitigoogleperabetmobilbahisonwinvaycasinofixbetgrandpashabet먹튀검증vbetbahis sitelerikumar sitelerien çok kazandıran kumar sitelerien güvenilir bahis sitelerionwinbetgaranticasibomperabet girişbetmatikbetmatik resmi girişbetmatik twitterİzmir Evden Eve Nakliyatfixbetfixbet twitterfixbet güncel giriştarafbettarafbet twittertarafbet resmi girişbetkom güncel girişbetkombetkom twittermatadorbet güncelmatadorbetmatadorbet twitterzbahisbetciobetturkeysahabetbettiltbetkombetkom twitterbetkom güncelmarsbahismarsbahis girişmarsbahis güncel girişistanbul escort1234jojobet56