SSSS
საზოგადოება
"მოქნილი, კრეატიული და ჰუმანური“ - საკრებულო ქალის ხედვით
ორი კვირის განმავლობაში იცოდა, რომ საკრებულოს დეპუტატი იყო. ცესკოს ვებ-გვერდზე „ევროპული საქართველოს“ გასწვრივ 3% ეწერა. მაკა სუდაძემ მილოცვებიც მიიღო და სხდომაზე გასატანი პირველი საკითხიც დაამუშავა - მერიისა და საკრებულოს სამეურნეო ხარჯების შემცირების ინიციატივა. პანდემიის დროს „ქამრის შემოჭერა“ ყველაზე გონივრულად მიაჩნია. გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე ხმები რომ გადათვალეს, გაირკვა, რომ „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ახალციხის საკრებულოს მანდატს ზუსტად ერთმა ხმამ დააშორა.

„რთული მომენტი იყო, მე ჩავთვალე, რომ არ წაგვიგია, ეს იყო სისტემასთან ბრძოლა. როცა პირველადი შედეგები დაიდო, მაშინვე რომ 2.99% დადებულიყო ვიტყოდით, რომ ვერ შევაგროვეთ ერთი მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობა“.

თითოეული ხმის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდშიც კარგად იცოდა. თვითმმართველობის არჩევნების დღესაც ყველაფერს აკეთებდა, ამომრჩევლის ნება რომ დაეცვა.

„ურაველში (საარჩევნო უბანზე მისული) ერთი კაცის პირადობა თანასოფლელს ჰქონდა წაღებული. რომ დავურეკეთ, გვითხრა, აწყურში ვარო. ჩავედი და გამოვართვი, პატრონს ამოვუტანე, არ ეგონა რომ ერთი ამომრჩევლის გამო ამხელა გზაზე ჩავიდოდი“.
როცა სამი მოწვევის საკრებულოს წევრი წარმომადგენლობითი ორგანოს მიღმა დარჩა, ბრძოლის სხვა სტრატეგია შეიმუშავა. ნოემბრის ბოლომდე ახალციხის თვითმმართველობას მერიის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების პროექტი უნდა წარუდგინოს. „ევროპული საქართველოს“ გუნდის ინიციატივა შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სოციალური სერვისების სრულყოფას გულისხმობს. მაკას სურს, რომ დახმარება სამართლიანად გადანაწილდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 600-მდე შშმ პირზე.

„ექსპერტებთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ დაიხვეწოს და პროექტის სახით წარვუდგინოთ მერიას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 35 ლარია შშმ პირების დახმარება, ოღონდ მხოლოდ პირველი ჯგუფის სტატუსის მქონეებისთვის. გვინდა, რომ ამ საკითხს გადახედონ, ვცდილობთ, ეს პაკეტი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუ თანამშრომლობა გვინდა ეს პროექტი უნდა შევიტანოთ იქამდე, სანამ ბიუჯეტი დამტკიცდება“.

შშმ პირთა საჭიროებებზე, სამოქალაქო განათლებაზედა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაკა სუდაძისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა, თუ საკითხებს საკრებულოს წინაშე, დეპუტატის სტატუსით დააყენებდა.

„ვფიქრობ, რომ როცა ქალები არიან პოლიტიკაში, გადაწყვეტილებები მეტად მოქნილია, მეტად კრეატიულია და ჰუმანურია. ქალები უფრო ფართოდ ხედავენ პრობლემებს და შესაბამისად, უფრო მეტი რაღაცის გათვალისწინებაა შესაძლებელი. მამაკაცებისთვის გზა, ცემენტი - ასეთი საკითხებია პრიორიტეტი, როცა მე საკრებულოში ვიყავი, ჩვენ შევიტანეთ ისეთი საკითხები, რომელზეც მამაკაცები არ იფიქრებდნენ, მაგალითად, ჩვილის კვება. გვქონდა საკითხები, რომლებიც ვერ გავიტანეთ იმიტომ, რომ არ იყო მამაკაცების ნება, ისინი იყვნენ უმრავლესობაში“.

იმ საკითხებზე, რაც ოჯახისა და ქალის განვითარებას და კეთილდღეობას ეხებოდა, მაკა ოპონენტი ქალების მხარდაჭერის მოპოვებას მარტივად ახერხებდა. ასეთ დროს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის ზღვარი იშლებოდა.

„როცა ჩვენ ვიძახდით, რომ საჭირო იყო ბიუჯეტის გენდერული ანალიზი, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ამბობდნენ, თუ გზა კეთდება, ეს კაცისთვისაც მნიშვნელოვანია და ქალისთვისაც. მაგრამ როცა საბავშვო ბაღი კეთდება, მოდით დავითვალოთ, საერთო სარგებელი ვის უფრო მეტი აქვს - ქალს თუ კაცს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში. საკითხები, რასაც ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება განახორციელებს, იყოს უფრო ჰუმანური, უფრო სოციალური“.

მაკას მაგალითად ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილება მოჰყავს, რომელზეც კოლეგა დეპუტატებთან თინა აკოფიანთან და ზურაბ ჭელიძესთან ერთად იმუშავა და საკეისრო კვეთა მერიას დააფინანსებინა.

„ახლა შეიძლება სასაცილოა, როცა სოციალური რეფორმები განხორციელდა და მშობიარობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია, მაგრამ როცა მე საკრებულოს წევრი ვიყავი, პირველად დავაყენეთ ეს საკითხი“.

უფრო მეტი ინიციატივა მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ერთ-ერთი ასეთი სტატუსის არმქონე მარტოხელა დედების ფინანსური დახმარება იყო.

„ბოლო მიზეზი, რაც მითხრეს, მათი სტატუსი არ არსებობს და სტატისტიკა არ გვაქვსო. ძალიან მარტივი საკითხია, რადგან სოფლის რწმუნებულმა იცის, ვინ არის მარტოხელა დედა და შეუძლია, ცნობა მისცეს ამ ქალს“.


მაკა სუდაძეს ბრძოლა არც საკრებულოში ვადის ამოწურვის შემდეგ შეუწყვეტია. „ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობის პროგრამაზე“ მუშაობისას აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოს მიერ, კვებისთვის მიცემული 100-ლარიანი ვაუჩერი ბენეფიციარებს არ ჰყოფნიდათ. პროექტი ახალციხის მერიას წარუდგინა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მერიის სოციალურ პროგრამებში ცვლილება შევიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ინიციატივის უკან რა დგას. გურამ მელიქიძემ (ახალციხის ვიცე-მერი) მომისმინა და მიიტანა საკრებულომდე. მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება გავჩუმდე და დაველოდო, რას გააკეთებს უმრავლესობა. ჩვენ ახალგაზრდებს ვასწავლით, რომ პროცესებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, შესაბამისად, როცა ვინმეს მოუწოდებ, შენც ძალიან აქტიური და შეუპოვარი უნდა იყო“.

პოლიტიკური აქტივობის 20წლიანმა გამოცდილებამ მაკას აჩვენა, რომ ქალებისთვის პოლიტიკური კარიერის აწყობა ახლაც ისეთივე რთულია, როგორც მაშინ, როცა უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტი „უნებურად“ პოლიტიკურ პროცესებში ჩაება.

„ადმინისტრაციული სამუშაო ყველა სამსახურსა და არჩევნებზე, გადადის ქალებზე, შემდეგ, რატომღაც, გადაწყვეტილების მიმღებ პირებად აღარ უნდათ ისინი. დღეს არც საზოგადოებაა მზად, რომ მიიღოს პოლიტიკოსი ქალები. რატომღაც, ეადვილებათ ქალი პოლიტიკოსების გაკრიტიკება. ამიტომ, საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს და უნდა იცოდნენ, რა სარგებელი მოაქვს ქალს პოლიტიკაში. რატომღაც მიჩვეულია საზოგადოება, რომ ქალი დილით უნდა გამოვიდეს სახლიდან და სამ საათზე სახლში იყოს. შეუძლებელია იყო პოლიტიკოსი ქალი, თუ ოჯახში არ გყავს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე გვერდში მდგომი მამაკაცები, რომლებიც ამ ყველაფერს მოითმენენ. შეიძლება, თავად მოუწიოთ სადილის გაკეთება, საკუთარი და ბავშვის ტანსაცმლის მომზადება. ეს გამოწვევები ოჯახში ხვდება ქალს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პარტიებმა დაიწყონ მუშაობა სტრუქტურულ განვითარებაზე და თავად ჰქონდეთ სურვილი, გააძლიერონ ქალის როლი პოლიტიკაში“.

პოლიტიკური კარიერას ახლა იწყებს, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი მამაკაცებს 10 წლის წინ დაუმტკიცა. ნონა ქოზაშვილმა მაშინ კომბაინის მართვა დაიწყო, ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან ერთად, პრობლემების მოგვარებაზე საკრებულოში უნდა იზრუნოს.

„ჩვენს სოფელში, ფერსაში, სანიაღვრე არხი არ არის, სარწყავი წყლის პრობლემა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა, მაინც არ არის. სასმელი წყლის პრობლემა, განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვის გასართობი სკვერის გაკეთება გვინდა, გვპირდებიან და არ დაადგა საშველი“.

ნონამ იცის, რომ გზა, რომელსაც შეუდგა, რთული გასავლელია. ისიც იცის, ხშირ შემთხვევაში, უპირატესობას მამაკაცებს მიანიჭებენ, თუმცა პოლიტიკური საქმიანობა არ აშინებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ვამბობთ, რომ არანაირი სხვაობა არ არის ქალსა და მამაკაცს შორის, გენდერულ თანასწორობაზე ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, მამაკაცები ვითომ მიესალმებიან ამას, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დგებიან, მაინც კაცია პრიორიტეტი. ქალი არის ძლიერი, მაგრამ გასაქანს არ აძლევენ. სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად მიუდგება საკითხს და სულ სხვანაირად გადაწყვეტს. უფრო გულისხმიერები არიან, ფრთხილები და დაკვირვებულები“.

ფრთხილი და დაკვირვებული იყო მაშინაც, როცა შპს „მექანიზატორში“ დასაქმდა. კომბაინი არაერთი გამოცდისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ანდეს. ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა.

„რატომაც არა? ქალს თავისი შრომით და ოფლით შეუძლია თავის რჩენა“.

სწორედ იმის გამო, რომ ქალი იყო, კომბაინი „ძლივს აღირსეს“. ნონა ადგილობრივ ფერმერებს მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ექვსი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.

„ისეთი რთული გზის გავლა მომიწია და ისეთ რაღაცებს გადავაწყდი ცხოვრებაში... კომბაინის სამი მოდელი იყო ჩვენს სამსახურში, სამივეს ვმართავდი, მაგრამ რადგან რეგიონში მცირემიწიანი ტერიტორიები გვაქვს, „დომინატორ კლასის“ კომბაინი მქონდა არჩეული, რადგან „ჯონდიერი“ და „ნიუ ჰოლანდი“ დიდი იყო და აქ ფიზიკურად ვერ გამართავდი, ზიანდებოდა ღობესთან და კაკლის ხეებთან, ჩვენი კუთხისთვის არ არის მოსახერხებელი“.

კიდევ ერთი სირთულე 2017 წელს, დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებულს შეხვდა. საქართველოში ერთადერთ კომბაინერ ქალს უთხრეს, რომ მისი ტექნიკა დაზიანდა, რის გამოც გაყიდეს. მას შემდეგ მოსავლის ასაღებად კომბაინი კახეთიდან ჩამოჰყავთ. ტექნიკა იგვიანებს და ფერმერები ზარალდებიან.

„ბავშვი რომ მოვზარდე, მოვითხოვე, რომ ვიმუშავებ-მეთქი. გაფუჭებულიაო, გასხვისებულიაო და გამომიშვეს. კომბაინი, როგორც დაზიანებული ისე გაყიდეს, მაგრამ კერძო მეპატრონე ჩვეულებრივ ამუშავებს“.

კომბაინს მყიდველი რომ „ჩვეულებრივად ამუშავებს“, დაზუსტებით იცის. სანამ დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდა, ტექნიკის ჭერზე გული დახატა და შიგ საკუთარი სახელი - ნონა ჩაწერა. კომბაინთან შემთხვევით მოხვედრილ კოლეგას საქმეზე შეყვარებული ქალის ხელწერა ამოუცნია. ნონა თავს მოტყუებულად გრძნობს. ტექნიკა თუ სხვის ხელში მუშაობს, შეაკეთებდა და თავადაც იშრომებდა.
ნონა ქოზაშვილი ხორბლის მოსავლის აღებისას

ახლა უკვე სხვა საზრუნავი აქვს. მალე საკრებულოს პირველი სხდომა ჩაინიშნება და სამსახურში სიარული მოუწევს. ყველაზე მეტად ის ადარდებს, პანდემიის გამო ბაღი კვლავ არ დაიკეტოს და შვილის დატოვება ხან ერთ და ხან მეორე ნათესავთან არ მოუხდეს. კორონავირუსმა ყველაზე დიდი პრობლემა მას, როგორც დედას შეუქმნა. ფიქრობს, რომ პანდემიის სხვა შედეგებთან გამკლავება უკვე როგორც დეპუტატს მოუწევს.

ნონასთან ერთად, ახალციხელებისა და განსაკუთრებით, ქალების საჭიროებებისთვის ბრძოლას აპირებს „გახარია საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მარინე აბულაძე. პოლიტიკისგან ყოველთვის „შორს მყოფს“, წარმომადგენლობითი ორგანოსკენ უსამართლობის განცდამ უბიძგა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან არგუმენტის გარეშე, დასთან ერთად გაათავისუფლეს.

„მოვლენებმა გამოიწვია ჩემი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. არ მოველოდი და არც მეგონა, თუ ასეთი რაღაცები შეიძლებოდა მომხდარიყო, ისე გავლიე მთელი ჩემი ცხოვრება, თან ყოველთვის საჯარო მოხელე ვიყავი“.

ყოფილი საჯარო მოხელე, 2013 წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში მუშაობდა. მანამდე, 1999- 2010 წლებში იუსტიციის სამინისტროს რეგიონული სამსახურის უფროსი იყო. მაშინ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების სამართლიანობას სწავლობდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოსთან ურთიერთობის სამსახური ერქვა. რეგიონში ექვსივე საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას ვაკეთებდით“.

ახლა დადგენილებებისა და ნორმატიული აქტების შედგენა თავად მოუწევს. ახალციხის საკრებულოში მისი პარტიიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი შევიდა. საკუთარი ინიციატივების მხარდაჭერები რომ მოიპოვოს, სხვა დეპუტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას აპირებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობით ძალიან ცოტანი ვართ და ხელში დიდი ბერკეტი არ გვაქვს, შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ პროექტებს, რომელიც რაიონს სარგებელს მოუტანს. როცა უმრავლესობით ხარ გასული, სხვა საკითხია, მაგრამ როცა უმცირესობაში ხარ, უნდა ვითანამშრომლოთ რიგ საკითხებში, რომლებიც მოსახლეობისთვის იქნება სასარგებლო. იდეები ბევრი გვაქვს“.

იდეები აქვს ნინო მიქაბერიძესაც. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მესამე ნომერს დეპუტატის მანდატი მოსახლეობის პრობლემებზე სამუშაოდ და მათ გადასაჭრელად სჭირდება. ნინო მიქაბერიძე ჯერ კიდევ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსია.

დაბრკოლებების მიუხედავად, მოახერხა და გადაწყვეტილების მიმღები პირის პოზიცია არაერთხელ დაიკავა. 22 წლის ასაკში ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, შემდეგ ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 12-წლიანმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა, მუშაობა დეპუტატის სტატუსით გაეგრძელებინა.

„თუ გამომიცხადებენ ნდობას ჩემი კოლეგები და ჩამაბარებენ (ფრაქციას, კომისიას), დიდი სიამოვნებით ვუხელმძღვანელებ და ჩემს მთლიან ძალისხმევას გამოვიყენებ მის მართვაში. სოციალური საკითხები იქნება ჩემი პრიორიტეტი. ჩემი ინიციატივა ეს იქნება, რომ სოციალური პაკეტები გაიზარდოს, თუნდაც მარტოხელა დედებზე, უსინათლოებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე“.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე, ფუნქციების განაწილების შემდეგ, დეპუტატებს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მოუწევთ. ეს ხელსაყრელი დროა, საკრებულოს წევრებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს ლობირება გაუწიონ და მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახონ. შშმ პირებისთვის დახმარების თანაბრად გადანაწილების აუცილებლობაში დეპუტატების დარწმუნებას მაკა სუდაძე გარედან ეცდება. ის ბრძოლის ამ ფორმასაც მიჩვეულია. თუ საკრებულოს წევრი ქალები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ, პანდემიის გამო, კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური საკითხები, მეტად აქტუალური გახდება, რადგან პრიორიტეტად ცალ-ცალკე ყველა ამას ასახლებს.

ახალციხის საკრებულოში 39 დეპუტატიდან 10 ქალია - ზოგი მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილებით, ზოგიც ახალბედა, თუმცა ენთუზიაზმით სავსე. საზოგადოებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლიათ საკრებულო „მეტად მოქნილი, კრეატიული და ჰუმანური“ გახადონ ქალებს ოთხი წელი აქვთ.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -6 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
ასპინძა -6 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 4 °C
img
თბილისი 6 °C
img
აბასთუმანი -7 °C
img
ბაკურიანი 0 °C
img
ნინოწმინდა -8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1075
EUR
EUR
1
2.9292
RUB
RUB
100
2.5838
TRY
TRY
1
0.0796
USD
USD
1
2.8138
კალენდარი
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 filmMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibombetbababetbabacasibommarsbahiscasibomkalebetkalebetayvalık zeytinyağımatbetpijama takımıpijamatipobet girişdeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantsabahlıkotobetotobetdeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitterToy Poodleistanbul escortpaykwikvirabetdeneme bonusu veren sitelertümbet giriş30 tl bonus veren sitelerlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスceltabetbycasino güncel girişオンラインカジノzbahisrulet siteleripoker sitelerimariobet giriş1xbet Girişcasinolevantcasinolevantfilmvozol puffxeno executornew bitcoin casinosbitcoin sports betting1xbet Girişnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinostipobettipobetMariobetnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetcasibomzbahisbetpubliconwinBets10casinolevantlayarkaca21bankobetsahabet güncel girişsahabet güncel girişsahabet güncel girişİzmir escort Antalya escortportobetportobetcasibomfixbet güncelDeneme bonusu veren sitelerfixbet resmi adres 2025xslot girişlevantbet girişlevantbetgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetbetra girişbetracasinoper girişcasinoperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetpashagamingpashagamingcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetİbizabet girişİbizabetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcom girişmilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetrekabet girişrekabetvipslot girişvipslotfattbet girişfattbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixiramrabahis girişamrabahisarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgandom girişgandomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzacasiblu girişcasiblubetnano girişbetnanobetrupi girişbetrupibetgar girişbetgarprimebahis girişprimebahiskralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb girişmrgambSheratonbet girişSheratonbetmaribet girişmaribetbetvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinotrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetlevant girişlevantgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetmeritroyalbet girişmeritroyalbetcasinopper girişcasinopperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcommilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetonwingir girişvipslot girişvipslotfatbet girişfatbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixirarmabahis girişarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgamdom girişgamdomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzabetrupi girişbetrupibetgar girişbetgaribizabet ibizabet Mariotbet Mariotbet Primebahis Primebahis kralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb giriş mrgamb giriş sheratonbet girişsheratonbetmaribet giriş maribet giriş betvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinobetsin girişbetsintrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetbetwinnerbetwinner girişbetwinner twitterbizbetbizbet girişbizbet twitterbetkombetkom girişbetkom twitterbetturkeybetturkey girişbetturkey twitterbetpublicbetpublic girişbetpublic twitterfixbetfixbet girişfixbet twitteronwinonwin girişonwin twittertipobettipobet giriştipobet twitterotobetotobet girişotobet twitterromabetromabet girişromabet twitterroketbet roketbet roketbet sahabetsahabet girişsahabet twitterzbahiszbahis girişzbahis twitterxslotxslot girişxslot twitterbetmatikbetmatik girişbetmatik twittermariobet mariobet mariobet loyalbahisbetmoneyatlantisbahisyorkbetlimrabethiltonbetastrabettingbetclupdengebetbetsofmrcasinobetsoobetlistbetgraynisanbetbetproton giriş plusslot giriş turbobetbahisstar giriş dopingbetmaxroyalbetmaxwinbetparafbetsortibetganobetrulobetbetsunrise betovisenobahisafroditbet giriş betpuanbetpara merirlefkosabetkombobet giriş betcoolforza1x2lizbonbetbetsquirrelsantabet giriş totobi giriş lalbet erisbetpiyasabetenzabetrexusbetstandartbetbetmarlo giriş zingabetboxbahiskalitebetklasbahisyakabet Genzobet betvakit giriş 1win giriş truvabetbet11 privebet7slotsbahisbey giriş betgrosbaşarıbetcasinoburadabahisnowciacasinobetriyalbetofficegamabetpiabellacasino bahis1000 giriş vidobetneyine giri şdinamobet giriş tambet giriş bonus veren sitelerdeneme bonusu veren yeni sitelerinstagram takipçi satın alblue lock scriptiqos satın alpusulabettaraftarium24taraftarium24imajbetcasibomcasibomcasibomiptv satın alsolara executorcasino siteleribetgit girişjojobetbycasinoacehgroundsnaptikacehgroundpornoOne Win Aviator: A Comprehensive Guide for Indian Playerssohbet hattıcasibom girişkralbettaraftarium24selçuksportsmavibetwinxbetmavibetBets10deneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom güncelbagonbetgarAlev casinoRoku bet güncel girişOnwinMeritkingMeritkingyoutube to mp3deneme bonusu veren sitelerçorlu nakliyatasyabahishitbetmarsbahis girişcasibomparibahisistanbul eskorttaraftarium24akcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetceltabetmatbetdeneme bonusu veren sitelermatbetcasino sitelerinetspor tvimajbet1473meritking1615 comcasibom725casibom734 commeritking1614 conbets10meritking1615meritking1614casibom734casibom725 comimajbet1473 comimajbetcasibom güncel girişgrandpashabetcasinolevantonwinjojobet girişfixbetultrabetultrabetultrabetcasibom girişeduiptvkağıthane escortdeneme bonusu veren siteleronwin yeni girişdelta executorçorlu nakliyeekrem abicenabetcasibommeritkingkumar sitelerigates of olympusdeneme bonusugüvenilir casino siteleritubidysnaptiktubidyacehgroundyoutube downloadermp3 juicebycasinoligobetdeniz taşımacılığıMatbet girişMatbet giriştümbetextrabet girişextrabetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortcasibom girişcasinolevantekrem abibetofficecasibom girişsekabet 1269otobetcasibompin uppinupjojobet7slotsmavibetcasibom giriş1xbetslot siteleriBetkanyonpinco casinoistanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1wincasibomçorlu nakliyatvirabet2024 deneme bonusu veren sitelermegabahisVdcasinoVdcasinocasino sitelericasibom günceljustin tvimajbet güncel adresimajbet yeni adresimajbet yeni girişimajbet güncel girişimajbet girişimajbettipobet girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetselcuksportsçorlu nakliyatçorlu nakliyecasibombhad bhabieelitcasinomadridbetbetturkeynakitbahisdumanbetpiabellacasinobetebetkralbetdinamobetbetkanyontipobetultrabetotobetfixbetvaycasinoparabettrendbetkulisbetbahiscomgüvenilir bahis sitelerimeritkingsuperbetincasibomtimebetmeritkingmatadorbetonwindeneme bonusu veren sitelercasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelsonbahissonbahis girişsonbahis güncel adressonbahis güncel girişpin uppinupcasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelcasinolevant güncel girişcasibom girişcasinolevant güncel adresçorlu evden eve nakliyatlevantcasinolevantcasino girişlevantcasino güncellevantcasino güncel girişcasinolevantcasinolevant girişcasinolevant güncelcasinolevant güncel girişcasinolevant güncel girişlevantcasinolevantcasino girişlevantcasino güncel girişlevantcasino günceldeneme bonusugoldenbahismarsbahis girişmarsbahis girişçorlu nakliyatcasibomdeneme bonusu veren siteler 2025matadorbet twittercasibom güncelzbahisbetturkeysahabetstarzbetcasibom güncel girişroyalbetroyalbetcasibomMobil Ödeme Bozdurma antalya escortduygusalyolculuk.com.trhuzurdonemi.com.tristanbul escort, esenyurt escort, pendik escortjojobet güncel girişcasibomotobetmatbetsekabetsahabetonwinmarsbahisholiganbetmatadorbetkingroyaljojobetjojobetbetebetbetebetbets10 girişjojobet girişjojobetmatbetmarsbahisimajbetmatbetekrem abi sitelerjojobetjojobetsahabetimajbetcenabetsekabetholiganbetmarsbahiscasibomsvensk casinobästa casinocasibom güncel girişmavibetbetwoonlunabetpiabetparibahiscasibom twitterportobetbetciobuy property in turkeybetciocasibomkumar sitelerikumar siteleri 2025en güvenilir kumar sitelerigüncel kumar sitelerikumar siteleri bonusgüncel kumar siteleri 2025vdcasinostarzbetprivebetbetparkceltabetcasibom 725vbetcasibomgiftcardmall/mygiftcasibomcasibom girişcasibom giriş adresicasibom giriş 2025amexgiftcard/balancebetpuansahabetgrandpashabetbetpuanroketbetromabetcasibom girişcasibomGrandpashabet Girişsuperbetinmilanobetbetmarinobetexperwinxbetbets10 girişyouwinbets10bets10casibomsahabetotobetcasibomnya casinon sverigecasibomaras kargo takippusulabetcasibommatadorbet twittermatadorbetcasibomonwingiftcardmall/mygiftash kaashMarsbahisbettiltbettilt güncelbettilt girişbettilt güncel giriştarafbet