საზოგადოება
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ დაფიქსირდა
საქართველოში, თბილისის დროით 16:13 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი კი კვლავ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება იყო. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები უკვე მეოთხედ დაფიქსირდა. 

გასულ ღამეს მიწისძვრა იყო სამცხე-ჯავახეთშიც. 
ასევე ნახეთ:

გასულ ღამით, საქართველოში მიწისძვრა 7-ჯერ მოხდა

მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელში სახლის კედელი ჩამოინგრა - გიორგი დოხტურიშვილი

საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


| Print |