საზოგადოება
მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელში სახლის კედელი ჩამოინგრა - გიორგი დოხტურიშვილი
ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.
,,დღეს თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექრო-ენერგიის მიწოდება - შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი - ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.
Ipn.ge
ასევე ნახეთ:
"ჩვენი მუნიციპალიტეტი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო" - დმანისის მერი
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გააზიარეთ :