საზოგადოება
გასულ ღამით, საქართველოში მიწისძვრა 7-ჯერ მოხდა
გასულ ღამით, საქართველოში, მიწისძვრა 7-ჯერ მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები (6.2 მაგნიტუდა) ქალაქ დმანისში, სოფელ სამებასთან, თბილისის დროით, 22:25 საათზე მოხდა. იგივე ტირიტორიაზე 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამ წუთში განმეორდა.
3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში 22:30 საათზე.
მესამედ განმეორდა მიწისძვრა ქალაქ დმანისში სოფელ სამებასთან 22:35 საათზე. სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდა იყო.
22:37 საათზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები იყო ქალაქ ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან.
14 თებერვალს, 00:14 საათზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველო-სომხეთის საზღვარზე.
03:35 საათზე 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა ისევ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან.
პირველი მიწისძვრის დროს დმანისის სოფელში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა.
ასევე ნახეთ:
მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელში სახლის კედელი ჩამოინგრა - გიორგი დოხტურიშვილი
"ჩვენი მუნიციპალიტეტი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო" - დმანისის მერი
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გააზიარეთ :