საზოგადოება
ქართულმა ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური პირობები დაუწესეს
"საქართველოს ბანკი" რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშს მხოლოდ კონკრეტულ პირობებზე დათანხმების შემდეგ გაუხსნის, "თიბისი" ბანკმა კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნაზე უარი თქვა.
„საქართველოს ბანკის“ პირობების ჩამონათვალი ასეთია:
- მე ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში
- მე ვეთანხმები, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, 2014-სა და 2022 წელს კი უკრაინაში
- მე თანახმა ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა
- ვადასტურებ, რომ არ ვიზიარებ რუსული ხელისუფლების პროპაგანდას და დაგეხმარებით ამასთან შებრძოლებაში
- მესმის, რომ ნებისმიერი აქ აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ჩემი ანგარიში საქართველოს ბანკში გაუქმდება
გააზიარეთ :