საზოგადოება
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაცარიელებული დახლები (photos)
ახალციხეში, ქსელურ სუპერმარკეტებში დახლების ნაწილი უკვე დაცარიელდა. მოქალაქეები ორი დღეა ზეთს, შაქარს, მარილს და ბურღულეულს იმარაგებენ.
სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რომ პანიკა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება.
უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი წლის ბოლომდე აკრძალა. რუსული მედიით ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომელიც 2022 წელს რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს. ამ პროდუქტების სია რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტო აცხადებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების მარაგი საკმარისია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
პროდუქტის მასიური მომარაგება ახალციხეში გუშინ დაიწყეს.
გააზიარეთ :