რატომ ჩაქრა შუქი ახალციხის ნაწილში?
ქსელში ავარიული დაზიანების გამო ახალციხეში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დღეს 20:34 საათიდან 22:00-საათამდე ქალაქში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.