საზოგადოება
გიორგი დიასამიძემ 12 წლის ვლადიმერ ინასარიძეს სოლიდური თანხა ჩაურიცხა
ასპინძელმა გიორგი დიასამიძემ ახალციხელ ვლადიმერ ინასარიძეს 20 000 ლარი ჩაურიცხა. გიორგის, რომელსაც გულის გადანერგვისთვის 100 000 აშშ დოლარი ესაჭიროებოდა, თანხა გასულ წელს მეგობრებმა სხვადასხვა აქტივობით შეუგროვეს. მისი გადაწყვეტილებით, ახლა, ფინანსურად მხარში დგომა სხვებს უფრო სჭირდებათ.

"მართალია ჯერ ბოლომდე არ ვარ გამოჯანმრთელებული, ამ ყველაფერს ალბათ წლები დასჭირდება მაგრამ ვერც ასე უმოქმედოდ ვერ ვიჯდები, როცა ვხედავ, რომ შემიძლია იმ ადამიანის გვერდში დგომა და დახმარება, ვისაც დღესდღეობით ყველაზე მეტად სჭირდება. მინდა დავეხმარო 12 წლის ლადო ინასარიძეს. ჩემს თანამემამულეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი - მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე. ახლა ის თურქეთშია, კვლევებს იტარებს და დასჭირდება სავარაუდოდ ხანგრძლივი მკურნალობა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ლადო ყველაფერი კარგად იქნება!"
- ამბობს გიორგი დიასამიძე.

გიორგის მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, ეს საჭირო აღარ გახდა. ექიმებმა ახალი ანალიზების მიხედვით, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს მიაგნეს. მან ორი წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. მიუხედავად ამისა, იგი საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხით, სხვების დახმარებას აგრძელებს. ლადო ინასარიძის გარდა, გიორგიმ 5 000 ლარი მარიამ მაღრაძესაც ჩაურიცხა, რომელსაც ასევე ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ინასარიძეს ავთვისებიანი სიმსივნე აგრესიულ ფორმებში დაუდგინდა. იგი სამკურნალოდ, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, 27 მარტს გაემგზავრა. ლადოს მკურნალობა ოჯახს, 84 000 დოლარი უჯდება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.