საზოგადოება
ჩაშლილი თუ შემდგარი შეხვედრა - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბორჯომში
დაანონსებული შეხვედრა IDS ბორჯომის ქარხნების ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის არ შედგა. ივანე მაჭავარიანი ბორჯომში ჩამოვიდა, მაგრამ აქციის მონაწილეთა თქმით, მან შეხვედრა ცალკე გათავისუფლებულ 49 თანამშრომელსა და ცალკე დანარჩენ დასაქმებულებთან გადაწყვიტა, რასაც აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა. ქარხნების გაჩერებიდან მე-19 დღეს თანამშრომელთა მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზარდა. ზურაბ ბუხრიკიძე ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა ყველა თანამშრომელმა მოითხოვა.

,,ჩვენ ყველას - გათავისუფლებულებსაც და დანარჩენებსაც გვინდოდა მასთან შეხვედრა. უნდა შევსულიყავით ყველა ერთად, მაგრამ რატომღაც მოინდომეს ცალ-ცალკე დაგვლაპარაკებოდნენ, ასე კი არ გამოვა, რადგან ამით ხალხის აზრის ორად გაყოფა უნდათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ცალ-ცალკე შეხვედრა არ მოხდება. ან ყველა ერთად შევხვდებით, ან არავინ“ - ამბობს ზურაბ ბუხრიკიძე.

ანდრო ბაბლიძე IDS ბორჯომის ჩამოსხმელ ქარხანაში 35 წელზე მეტია რაც მუშაობს. თავიდან ავტოდამტვირთველი იყო, მოგვიანებით ელექტროშედუღებაზე გადავიდა ვაგონების შემკეთებლად. განახლებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამბობს, რომ სამსახურიდან სიმართლის თქმისთვის გაუშვეს, ,,ვითარებით ისარგებლეს და განცხადება ფეხებში მომაყოლეს“. ამბობს, რომ ხელშეკრულებაზე ხელი გაცილებით მეტმა თანამშრომელმა არ მოაწერა, თუმცა კომპანიიდან მხოლოდ 49 ადამიანი განთავისუფლდა.

,,მაჭავარიანი შეგვხვდება თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მოთხოვნა იგივეა - დაუყოვნებლივ აღდგენა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშროლების და იმ პირობების დაბრუნება, რომელზეც ხელი შარშან მოვაწერეთ. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მედიაციის პროცესი დაწყებულია და აქციებით გაგრძელდება. რაც შეეხება ხელფასების დარიცხვას - თანხა მხოლო გათავისუფლებულებს და აქციის მონაწილეთა ნაწილს დაურიცხეს. რა ნიშნით შეარჩიეს ეს ხალხი, არავინ იცის. თუ ამით ხალხის გათიშვა და პროცესის მოგება ასე სურთ, გარწმუნებთ არ გამოუვათ“ - განმარტავს ანდრო ბაბლიძე.

მედიაციის პროცესი აქციის მონაწილეთა ინიციატივით დაიწყო. პროფკავშირების ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ, რომელიც ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის დასაქმებულთა ინტერესებს იცავს, მედიატორის ჩართვის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია 8 მაისს, ბორჯომში ჩავიდა. ის ცალ-ცალკე შეხვდა "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას. სამსონიამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

ჩაშლილი შეხვედრისა და მედიაციის შედეგის მიღებამდე, პროფკავშირების ხელმძღვანელი 80-მდე თანამშრომლის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. გიორგი დიასამიძე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ბორჯომის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ცდილობდა. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მიიღო დაპირება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება ვითარების შემსუბუქებას.

,,80-მდე თანამშრომელს, ვისაც ხელფასი არ დარიცხვია, შეექმნა კომუნალური გადასახადებისა და კრედიტის გადახდის. ჩვენ სწორედ ამ საკითხის გავლა გვინდოდა ბორჯომის მერთან და საკრებულს თავმჯდომარესთან. თუმცა ისინი ადგილზე არ დაგვხვდნენ, ტელეფონში კი იმ თანამშრომლების მონაცემთა გადაგზავნა და ვითარებაში გარკვევა ითხოვეს“ - განმარტავს გიორგი დიასამიძე.

დღეს ქარხნის ადმინისტრაციას თანამშრომელთა ნაწილი მაინც შეხვდა. „IDS ბორჯომი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრას 80–მდე თანამშრომელი ესწრებოდა. დეტალებზე ამ ეტაპზე არც კომპანის ადმინისტრაცია და არც შეხვედრიდან გამოსული თანამშრომლები საუბრობენ. პროფკავშირების თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე კი ამბობს, რომ 15 პირი ლაპორატორიის თანამშრომლები და განყოფილების ხელმძღვანელები არიან.

,,კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი N1 და N2 ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს კომპანიაში შექმნილი ვითარება და ისაუბრეს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებზე“ - ნათქვამია IDS ბორჯომის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

,,ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ხელმძღვანელი ბაქარ შირაძე აცხადებს, რომ ხალხსა და ბიუჯეტს ზიანი, ხელისუფლების მიერ არასწორად გადადგუმლმა ნაბიჯებმა და რუსეთზე ჩამოკიდებამ მიაყენა.

,,არასწორმა პოლიტიკამ, ეკონომიკურად ყველაფრის ჩამოკიდებამ და რუსეთის კუდის ქიცინმა ეს გამოიწვია. ასევე შესაძლებელია ეს იყოს ჩვენი ხელისუფლებისა და რუსი ოლიგარქების მიერ დადგმული პროცესი, ვითომ გაჩერებას ხელი შეუშალა და მოახდინა ბორჯომის ქარხნის ნაციონალიზაცია. რათა დროებით გადაარჩინოს, იქაური მენეჯმენტი და ვითომ ქართველი მართავს, სინამდვილეში ისევ რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებული“ - აცხადებს ბაქარ შირაძე.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის თქმით, IDS ბორჯომს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წყლის რესურსის მოპოვების გადასახადი ყოველ კვარტალში შეჰქონდა, რაც წლის განმავლობაში მოსაკრებელი 12 მილიონ ლარამდეა.

,,ქარხანას უკვე გადახდილი აქვს ორი კვარტლის გადასახადი, იმედია, მესამე კვარტლის თანხის გადახდამდე ორგანიზაცია ამუშავდება და გადახდის პრობლემა არ შეიქმნება. რა თქმა უნდა, ქარხნის ამუშავება მნიშვნელოვანია, როგორც ბიუჯეტის შევსების, ასევე ადგილობრივების დასაქმების თვალსაზრისით" - განმარტავს დავით ზაალიშვილი.

კომპანიის თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა 4 მაისს აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ მათ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ასევე, კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ. კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. დასაქმებულები კომპანიისგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ ამგვარი ხელშეკრულება დროებითი იქნება და საწარმოს ამუშავების შემთხვევაში, აქამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებს დაუბრუნდებიან.

„ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 12 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
ასპინძა 12 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpasahbetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10bets10meritkingimajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotstarzbet holiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywinbets10goldenbahisbetasuslimanbethttps://twitter.com/goldenbahisoffrestbetmarsbahis