ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა
როგორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა - პრეზენტაცია და გეგმის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.
დოკუმენტს ხელი ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერეს. ღონისძიებას სხვა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
"დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით", - აცხადებენ სააგენტოში.