საზოგადოება
გაფიცვა გრძელდება - პროტესტის მეცხრე დღე ბორჯომში
ბორჯომში გაფიცვის მეცხრე დღეა - გაფიცულ მუშებს ორივე ქარხანა პიკეტირებული აქვთ. ისინი 24 საათის განმავლობაში ქარხანასთან დგანან. ორდღიანი შეხვედრებისა და მედიაციის პროცესის მიუხედავად, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის 7 ივნისს შეთანხმება ვერ შედგა, გაფიცულებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომპანია თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას სთავაზობს და 2023 წლიდან ჰპირდება, რომ ძველ ხელშეკრულებებზე გადასვლის საკითხს განიხილავენ.
მუშების თქმით, კომპანიამ შეთანხმება დაარღვია და მათ მედიატორის პირით შეუთვალა, რომ ორი თვის სახელფასო დავალიანებას დარიცხავდა, თუმცა არც ერთ გაფიცულს ხელფასი არ ჩარიცხვია.
კომპანიამ ოფიციალურად 29 აპრილიდან შეაჩერა წარმოება, მიზეზად დაასახელა მფლობელის მიმართ დაკისრებული სანქციები, მანამდე ბორჯომის ორივე ქარხანაში დღეში მილიონ ნახევარზე მეტი ბოთლი მინერალური წყალი იწარმოებოდა.
გააზიარეთ :