საზოგადოება
ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე! - ახალციხეში რუსულ რეჟიმს აპროტესტებენ
არა რუსულ რეჟიმს! - უწყვეტი პროტესტის 86-ე დღე ახალციხეში.
10 აპრილს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახალციხელები კვლავ შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე - სამოქალაქო აქტივისტის ჯაბა ნათენაძის აზრით, ,,ამ ადამიანებმა გამოიარეს -10 ყინვა, თოვლი, გუშინ იყო წვიმა "ჭავლით" და დღევანდელი თოვლ-ჭყაპი რას დააკლებდა? ქვეყნის სამსახურში უწყვეტად 86-ე დღე! ".
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.
ფოტოები ინტერნეტიდან
გააზიარეთ :