საზოგადოება
ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი წმ.მორისის ორდენით დაჯილდოვდა

ახალციხელმა ლეიტენანტმა გიორგი ჩილინგარაშვილმა, რომელიც ამერიკის არმიაში აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობაზე მსახურობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. ის წმინდა მორისის ორდენით დააჯილდოვეს.

წმინდა მორისის ორდენი დაარსდა 1996 წელს კავალერიისა და ჯავშანტექნიკის ასოციაციის წმინდა გიორგის მედალიონის ორდენის ნიმუშით. წმ. მორისის ორდენის ნომინანტი უნდა ემსახუროს ქვეითთა საზოგადოებას წარჩინებით, მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეს ქვეითი ჯარის განვითარებაში, და უნდა წარმოადგენდეს მთლიანობის, მორალური ხასიათის, პროფესიული კომპეტენციისა და მოვალეობისადმი ერთგულების უმაღლეს სტანდარტებს.

ჩილინგარაშვილი „მეცხრე არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ 27 წლის ასაკში ამ ჯილდოს მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ამერიკის ჯარში 7 წელია მსახურობს. 2020-2022 წლებში ოცმეთაურის თანამდებობაზე მსახურობადა 18 თვის განმავლობაში.

2021 წელს მან უფროსი ლეიტენანტის და ქვეითთა ოცმეთაურის წოდება დაიმსახურა.

მანამდე, 2019 წელს კი იყო ლეიტენანტის და ქვეითთა ოფიცრის წოდება.

გიორგი ჩილინგარაშვილი ოჯახთან ერთად 11 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს.
| Print |