საზოგადოება
გიორგი ჩილინგარაშვილმა ლეიტენანტის წოდება მიიღო
დღეს, 30 სექტემბერს, გიორგი ჩილინგარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე ჩემს ცხოვრებაში. დღეს მე მომენიჭა ლეიტენანტის წოდება და გავხდი ქვეითთა ოფიცერი ამერიკის არმიაში",- წერს გიორგი.
ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს. უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით რამდენიმე თვის წინ დაამთავრა. გიორგის მსგავსად მისი ძმაც ამერიკის ჯარში მსახურობს.
გიორგი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან წასვლა მოუწია, მეთორმეტე კლასი ამერიკულ სკოლაში დაამთავრა.
"7 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, სკოლა აქ დავამთავრე. ოფიცერი გავხდი 2019 წლის 20 მაისს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბიზნესის და ციფრული მარკეტინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. უნივერსიტეტში სწავლის პრალელურად ვიყავი ჩარიცხული Reserve Army Officer Training Corps-ში (ROTC), რომელიც მოიცავს სასწავლო პროგრამასთან ერთად სამხედრო სწავლებას. ყოველი დღე დილის 4 საათზე იწყება და 7 ზე მთავრდება რეგულარული კლასების დაწყებამდე. მანამდე 2 წელი მაქვს ნამსახურევი რიგითად ამერიკის ეროვნულ გვარდიაში",- აბობს გიორგი "მეცხრე არხთან" საუბრისას.
აწ უკვე ლეიტერნანტი 17 წლის იყო, როცა ოჯახმა საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვესტონში წაიყვანა.
"წოდება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით ის რომ ქვეითთა ოფიცერი გავხდი. ყოველთვის მინდოდა სამხედრო სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად მესხები ყოველთვის წინა ხაზზე ვიბრძოდით და უცხო ხილი არ არის ჩვენთვის ბრძოლის ველზე ყოფნა".
გააზიარეთ :