საზოგადოება
დაჭრილი საბურავები და წარწერა მანქანაზე - ჯაბა ნათენაძეს ავტომობილი დაუზიანეს
ახალციხეში სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც რუსულ კანონს ღიად აპროტესტებს, ავტომობილი დაუზიანეს. ჯაბა ნათენაძეს საუბურავები დაჭრილი და დაშვებული დახვდა, ავტომობილზე კი საღებავებით შეურაცხმყოფელი წარწერებია დატოვებული.
ჯაბა ნათენაძე ფიქრობს, რომ ავტომობილის დაზიანება "ქართული ოცნების" ადგილობრივი ოფისის მიერ არის ორგანიზებული. მან შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
შემთხვევა ქალაქ ვალეს ცენტრში ღამით, პოლიციის შენობიდან 200 მეტრში მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა შსს-ში განუმარტეს, რომ მასალის ამოღება ვერ მოხდება, რადგან კამერები გამორთულია.
გააზიარეთ :