რკინიგზის სადგურზე ხანძარი გაჩნდა
1–ელ ნოემბერს, ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით 22:00 საათზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეხანძრეები აქრობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რადიო "ნორის" ინფორმაციით, ცეცხლი იმ შენობის სახურავს გაუჩნდა, სადაც ტრანსფორმატორი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობისთვის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა, მშენებლობა კი 2008 წელს დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით აშენდა. 2017 წლის 30 ოქტომბერს რკინიგზის სადგური ოფიციალურად მხოლოს ბაქოს მხარემ გახსნა. საქართველოში კი რკინიგზა მას მერე სატესტო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო.
პროექტი მოიცავს ყარსი-ახალქალაქის 98-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომლის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კი - საქართველოს. გარემონტდა ახალქალაქი-თბილისის გზის მონაკვეთიც.