საზოგადოება
დუხობორების ორსაუკუნოვანი ცხოვრება ჯავახეთში
ზღვის დონიდან 2 065 მეტრზე, სადაც ზაფხული სამ თვეს, ზამთარი კი თითქმის ექვს თვეს გრძელდება, ალპური სოფელი გორელოვკაა. მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, აქ თითქმის ორი საუკუნეა დუხობორები ცხოვრობენ.
დუხობორებით დასახლებული სოფლები ყოველწლიურად იცლება. დუხობორები გორელოვკაში, ორლოვკაში, სპასოვკაში, როდიონოვკაში, ეფრემოვკაში და კიდევ სამ სოფელში ცხოვრობდნენ. ვინც ჯერ კიდევ საქართველოში -მიწას ამუშავებენ და მესაქონლეობას მისდევენ.
180 წლის წინ, აქ მცხოვრები დუხობორების წინაპრები, რუსეთის იმპერატორმა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, საკუთარი ქვეყნიდან გააძევა და საქართველოში გადმოასახლა. გზა უცხო მიწამდე ცივი და მკაცრი იყო. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევდნენ. მალევე თავშესაფრისთვის მიწურების გაკეთება დაიწყეს. ასე შემორჩა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 სოფელს მიწური სახლები და სამშობლოდან გამოყოლილი სახელწოდებები.
ამ დასახლებებში ბევრი წმინდა ადგილია, სადაც კვირაობით იკრიბებიან და ლოცულობენ. ობლების სახლი ყველაზე დიდი სამლოცველო ნაგებობაა სოფელში. ამ სახლში დუხობორების ლიდერი ცხოვრობდა და სწორედ აქ ეხმარებოდნენ თემში მცხოვრებ ობოლ ბავშვებსა და მოხუცებს.
ფერადი სახლები, ყვავილებიანი ორნამენტებით გაფორმებული ტანსაცმელი, გამორჩეული არქიტექტურა და ადამიანების პორტრეტები, რომლებსაც სახეზე იარად საუკუნოვანი ტანჯვის კვალი დღესაც ატყვიათ.
ისინი ჩვენს გვერდით, ჩვენს მიწაზე ცხოვრებენ და მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ორმა საუკუნემაც კი ვერ გაანელა. ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების სტილი ძალიან მიმზიდველია, ხოლო მათი კეთილგანწყობის მოპოვება ძალიან რთული.
გააზიარეთ :