რომელ დასახლებებში გაითიშება ელექტროენერგია (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფელბში კუმურდო, კიროვაკანი, მაჯადია, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე კი აბონენტებს ახალციხეში ჯაყელის, თაყაიშვილის, ჭყონდიდელის, მებაღიშვილის, ანდრია პირველწოდებულის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დერცელი, კიკიბო, ქვაბიჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.