საზოგადოება
ბორჯომი, ახალციხე და ადიგენი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხას მიიღებენ
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტი 52 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის 30 იანვრის განკარგულებით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილიყო იყო 6.4 მილიონი ლარი, 28 თებერვლის განკარგულებით კი ბიუჯეტი 58 517 000 ლარამდე გაიზარდა.
იანვრის განკარგულებით, თანხა გამოყოფილი იყო გურჯაანის, სიღნაღის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისთვის. განახლებული განკარგულებით კი სიას მთელი რიგი მუნიციპალიტეტები დაემატა, რაც, სავარაუდოა, რომ დაკავშირებულია დასავლეთ საქართველოში გასული 2 კვირის განმავლობაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ პრობლემებთან.
განკარგულების თანახმად, ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ, 10 მილიონი ლარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფა.
რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი დაიხარჯება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2 855 000 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 1 120 000 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 790 000 ლარი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი - 650 000 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი - 400 000 ლარი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - 1 439 000 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი - 834 000 ლარი;
ახმეტის მუნიციპალიტეტი - 2 195 000 ლარი;
სენაკის მუნიციპალიტეტი - 2 770 000 ლარი;
ხონის მუნიციპალიტეტი - 800 000 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 3 000 000 ლარი;
გორის მუნიციპალიტეტი - 222 000 ლარი;
თიანეთის მუნიციპალიტეტი - 380 000 ლარი;
თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 457 000 ლარი;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 1 270 000 ლარი;
კასპის მუნიციპალიტეტი - 813 000 ლარი;
ლანჩხუთი მუნიციპალიტეტი - 10 000 000 ლარი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 2 400 000 ლარი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი - 139 000 ლარი;
მარნეულის მუნიციპალიტეტი - 1 640 000 ლარი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 749 000 ლარი;
ყვარლის მუნიციპალიტეტი - 1 500 000 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 575 000 ლარი;
ვანის მუნიციპალიტეტი - 2 424 000 ლარი;
მარტვილის მუნიციპალიტეტი - 1 500 000 ლარი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 1 400 000 ლარი;
ცაგერის მუნიციპალიტეტი - 60 000 ლარი;
ქუთაისის მუნიციპალიტეტი -1 000 000 ლარი;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - 4 000 000 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - 1 950 000 ლარი;
საჩხერის მუნიციპალიტეტი - 2 000 000 ლარი;
ხაშურის მუნიციპალიტეტი - 800 000 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტი - 495 000 ლარი;
ადიგენის მუნიციპალიტეტი - 490 000 ლარი;
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - 1 700 000 ლარი;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 1 900 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით გასული 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით დაზიანებულია სახლები და სახურავებიც.
გააზიარეთ :