საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2025 წლის იანვარში იმპორტირებულია 334.5 მლნ კვტ.სთ, რისმა ღირებულებამაც 8.73 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე თვეში საქართველომ 160.1 მლნ კვტ.სთ 1.2 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ წელს საქართველოს ელექტროენერგიის შეძენა გაუძვირდა. მაგალითად, გასულ წელს 1 კვტ.სთ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 75 ცენტი უჯდებოდა, წელს იანვარში კი ღირებულება 2.61 დოლარამდეა გაზრდილი. რიცხვები აჩვენებს, რომ დენის იმპორტი ქვეყანას 248%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ელექტროენერგიას მხოლოდ აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს. 2025 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან იმპორტზე შემოვიდა 8.5 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია, ხოლო რუსეთიდან 189 ათასი დოლარის ღირებულების.
იმპორტისგან განსხვავებით 24-ჯერ შემცირდა ადგილობრივი წარმოების დენის ექსპორტი. უფრო კონკრეტულად, თუ 2024 წლის იანვარში ექსპორტზე გავიდა 551 ათასი დოლარის 8.47 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის პირველ თვეში 341 ათასი კვტ.სთ (22 ათასი დოლარის ღირებულების) შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარში ქართული წარმოების დენი ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანის ბაზარზე განხორციელდა.