საზოგადოება
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
„ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ციხის მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, შიდა ტერიტორიაზე კი მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს ორგანიზებას „დაცული ტერიტორიების სააგენტო უწევს. დამოუკიდებლობის დღესათან დაკავშირებით საქართველოს დროშები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წელსაც გამოიფინა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით ევროკავშირის დროშების გარეშე.
გააზიარეთ :