ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 150 ნერგი დაირგო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამწვანების აქციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "სუფთად ევროპისკენ" კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფოტოები: