SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სოფლის მეურნეობა
ყულაბაში შეგროვებული ფულით ნაყიდი 12 ცხვრიდან – 250 სულიან ფარამდე
ყულაბაში დაგროვებული ფულით შეძენილი 12  ცხვრიდან 250  სულიან ფარამდე – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში დამწყები ფერმერი ნოდარ ქოზაშვილი მეცხვარეობის განვითარებითაა დაკავებული. ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ფერმერი ცდილობს საქმიანობა გააფართოვოს და წარმატებულ ბიზნესად აქციოს. გარეთ წვიმს და ამიტომ ცხვარი უკვე სადგომშია დაბინავებული. მათ მთელი ღამის განმავლობაში ხუთი ძაღლი უდარაჯებს. ფარა, რომლის შემადგენლობაშიც ამ დროისათვის 95 დედა ცხვარი, ორი ყოჩი, 22 სული თხა, 100 ბატკანი და 18 ციკანი შედის, სოფელ ფერსის მკვიდრს ნოდარ ქოზაშვილს ეკუთვნის.

ყულაბაში დაგროვებული ფულით შეძენილი 12  ცხვრიდან 250  სულიან ფარამდე – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში დამწყები ფერმერი ნოდარ ქოზაშვილი მეცხვარეობის განვითარებითაა დაკავებული. ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ფერმერი ცდილობს საქმიანობა გააფართოვოს და წარმატებულ ბიზნესად აქციოს.

გარეთ წვიმს და ამიტომ ცხვარი უკვე სადგომშია დაბინავებული. მათ მთელი ღამის განმავლობაში ხუთი ძაღლი უდარაჯებს. ფარა, რომლის შემადგენლობაშიც ამ დროისათვის 95 დედა ცხვარი, ორი ყოჩი, 22 სული თხა, 100 ბატკანი და 18 ციკანი შედის, სოფელ ფერსის მკვიდრს ნოდარ ქოზაშვილს ეკუთვნის. თავდაპირველად ყულაბაში დაგროვებული ფულით 12 ცხვარი შეიძინა. დღეისათვის მის ფარაში 250 სულამდე წვრილფეხა ცხოველია. დოლი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად

ბატკნებისა და ციკნების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ფერმერი ამბობს, რომ ყველაზე მეტი საქმე დოლიანობის პერიოდში აქვს. ახალშობილ ბატკანსა და ციკანს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

სანამ თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს არ მიაღწევს, ფარა საძოვარზე ბალახობს. შესაბამისად სადგომში ყოფნა მას სხვა შინაურ პირუტყვთან შედარებით ყველაზე ნაკლებხანს უწევს. ნოდარ ქოზაშვილი ცხვრებს ძირითადად დღეში ერთჯერ, თივით კვებავს. დედა ცხვრებსა და თხებს კი მარცვლეულსაც აძლევს. შრომატევად საქმიანობაში ფერმერს ოჯახის წევრები ეხმარებიან.

ნოდარ ქოზაშვილმა საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო, მიუხედავად ამისა, თვლის, რომ ჯერ ისევ დამწყები ფერმერია. შესაბამისად, პროდუქტის რეალიზაციას სისტემატიურად არ ახდენს. ამბობს, რომ მატყლს ფასი არ აქვს, ამიტომ ძირითადად თანასოფლელებს ჩუქნის. ამ ეტაპზე არც რძის პროდუქტებს აწარმოებს. ფერმერის თქმით ცხვართან შედარებით, მომგებიანი თხის მოვლაა, რადგან ბოლო პერიოდში ციკნის ფასი, მისი სიმცირიდან გამომდინარე, გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, ბატკნის ღირებულება არასტაბილურია და 30 – 80 ლარამდე მერყეობს. ციკანი კი 120–დან – 150 ლარამდე ღირს.

სამომავლოდ ნოდარ ქოზაშვილი მერძეული და მეხორცული ჯიშის ცხვრების მოშენებას გეგმავს. უნდა, რომ სადგომს მეორე სართული დააშენოს და ორჯერ მეტი ცხვარი იყოლიოს. ფერმერი ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა მოგებას მხოლოდ ამის შემდეგ მოიტანს. თუმცა იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებთა შრომა დაფასდეს, პროდუქტის გასაღების ბაზარის არსებობას, აუცილებელ პირობად მიიჩნევს.


Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetholiganbetjojobet güncel girişdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetzlottipobet스마일퀄리티betpasholiganbetcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmarsbahiscasinofastip tv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastmatbet girişkingbettingenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetHoliganbetnakitbahisHoliganbet 1177matbet girişmatbet girişmarsbahis girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftjojobetkavbet girişjojobetmatbet girişpalacebetcasibomklasbahissekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommadridbetmadridbetmeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahismeritkingbetciomeritkingmeritkingmeritkingnakitbahisholiganbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişjojobetmatbetmatbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkหวยออนไลน์Betigma girişcasibomBetigmamarsbahiscasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноHoliganbet 1177jojobetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfzlotjojobet girişgrandpashabetHoliganbet 1177www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balance