2016 წლის 15 თებერვლიდან, საქართველოს ყველა რეგიონში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, იდეის განსახორციელებლად მოიპოვონ სახელმწიფოს თანადაფინანსება (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე).
რეგისტრაცია პირველ აპრილამდე გაგრძელდება.
პროექტის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას ხელი შეუწყოს საკუთარი საქმის წამოწყებაში ან არსებული ბიზნესის გაფართოებაში.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, სახელმწიფო პროექტის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.