გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი ნახეს ბორჯომის სოფლებში ყვიბისსა (2 ფაქტი) და კორტანეთში.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. შედგენილია შესაბამისი აქტები
ასევე, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სამი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს ბორჯომის სოფლებში: ტაძრისაა და საკირეში, სადაც განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მორები. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომის სოფელ მაჭარწყლის ტყისბუდეშიც. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული მორები.
სახერხი საამქროები დემონტაჟის შემდეგ სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.