„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ პროექტების შერჩევა იწყება
ახალციხის მუნციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ იწყება. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 6 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვლამდე გაგრძელდება. დასახლებების საერთო კრებების გრაფიკი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ facebook გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა, თუმცა 2017 წელს შეწყდა. ორი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი განაახლა და 2019 წლიდან თემი პროექტებს ისევ არჩევს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ახალციხის 45 სოფელი და ქალაქი ვალე მონაწილეობს. დასახლებები დაფინანსებას მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით იღებენ.